It was me on that road…











{მარტი 24, 2010}   http://abano.ge/

როგორც იქნა მზადაა ფორუმი, სადაც თავს ყველაზე თავისუფლად ვიგრძნობ, ყველა ჩემიანი და ჩემნაირია…

არაჩემნაირებსაც ვუგებთ 🙂

welcome everybody..

ფორუმი, სადაც მაქსიმალურად იქნება დაცული LGBT მომხმარებლების უფლებები, ფორუმი რომელსაც ვერ დაბლოკავს მმკ, ფორუმი სადაც ხშირად იქნება საინტერესო ივენთები და სადაც შეგიძლია შენი აზრი თქვა.

:ნაჩქარევიპოსტი:

Advertisements


{ნოემბერი 1, 2007}   ზღაპარი ჩემზე

იყო და არა იყო რა…
იყო ქალი.. დიდი სიყვარულითა და დიდი სიმშვიდით…
უყვარდა ისე, რომ არ სჭირდებოდა არც ძეგლის დადგმა… არც ლამაზი მომავალი… უბრალოდ უყვარდა და იყო ბედნიერი იმით რაც ჰქონდა… ოღონდ ეს არ დაშლილიყო….

გავიდა დრო…

ქალი მძიმედ დაავადდა განუკურნებელი დაავადებით…
მაგრამ იბრძოდა სიცოცხლისათვის… იბრძოდა იმისათვის რომ ბავშვს ყოლოდა დედა…
სხვა სიცოცხლე არაფრად უღირდა…
ისევ უყვარდა… მაგრამ ტკივილით…
ცრემლით იხსენებდა განვლილ, მშვიდად გატარებულ დღეებს და აღარც ქონდა იმედი მათი დაბრუნებისა…
ვერც ვერაფერს აკეთებდა წარსულში დასაბრუნებლად… ძალა არ ქონდა.. ავად იყო…

დღითი დღე მატულობდა ტკივილი… გრძნობდა დასასრულს… მაგრამ ცდილობდა…

უღირს შვილებსაც გააჩნიათ ღირსება და თუ ამასაც წამართმევენ, მე თავის მოკვლაც შემიძლია…

თქვენ კი… იცოდეთ რომ.. მე ვარ ყველა იმ საგანში რომელიც მე მეკუთვნის…

ეუბნებოდნენ სიყვარული უფფრო დიდია ვიდრე ნებისმიერი ტკივილიო.. მაგრამ აღარ სჯეროდა უკვე….

მაგრამ… არსებობს კიდევ რაღაც… ის რის გამოც ქალი, შეიძლება მთელი სიცოცხლე ელოდებოდეს..

და ეს სიკვდილი… ვარსკვლავეთში ჰგავდა გაფრენას…



{ოქტომბერი 20, 2007}   BigCrow & Natali

ტაკს…. მხარი დაუჭირეთ ყვოვეს….

პირობებს არ ვარღვევ…

იმარჯვებს ყვავა
იდება ყვავას პორნო
იდება ნატალის პორნო..

ერთად გადაღებული…

მიეცი ყვავას ხმა…

http://bar.online.ge/?section=4



{ოქტომბერი 10, 2007}   ბლიად

ამ ბოლო დროს სულიერების ნაკლებობას განვიცდი…

მინდოდა სიკეთე გამეკეთებინა ადამიანებისათვის…

მაგრამ არ მაცადეს…

ფული გადამიხადეს სიკეთეში…

თავს უფრო ცუდად ვგრძნობ…

ამ ბოლო დროს სულიერების ნაკლებობას განვიცდი..



{აგვისტო 16, 2007}   მტკივა

ისევ ერთფეროვანი დღეები…
მალე დავისვენებ ალბათ, ზღვა მინდა..
ყველაზე გენიალური ეპითეტი რითიც შეგვამკეს თბილისელები.. მზის ბოზები…

ხო, მზის ბოზი ვარ…

მიყვარს ზღვა…
ამასწინათ ვიყავი ბათუმში 2 დღით, ღამის 4 საათი იყო ზღვაში რომ შევედი… პლიაჟი კი იყო განათებული, მაგრამ სიღრმეში რომ გახედავ რაღაც ძალიან უცნაური შეგრძნებაა… სრული სიბნელე და ხმაური… და რაც მთავარია ამას დასასრული არ აქვს…
ჩემს შეგრძნებებს ვაკვირდებოდი, მეშინოდა თუ არა… მაგრამ არ მეშინოდა… ვგრძნობდი რომ ზღვასაც ვუყვარდი იმ მომენტში, რაღაც ძალიან ნაზად მეფერებოდა სხეულზე…

მერე ერთმა მეგობარმა მომწერა, ეგ რა მოფერებაა, ზღვა იმათაც ეხუტება ვისაც მერე ახრჩობსო…

მე მაინც რომანტიულად მეჩვენება… აი არ გქონიათ შეგრძნება რომ ადამიანს ისე ძლიერად გინდათ ჩაეხუტოთ რომ ძალა არ გყოფნით?? აი ლილუ ისე მიყვარს რომ ხანდახან მოფერებისას მგონია რომ შევჭამ…

აი ისე ვუყვარდი ზღვას რომ ჩამიხუტებდა და დამიტოვებდა თავისთან…

რაღაც არაადამიანური შეგრძნება იყო…

ყველაზე სასაცილო კი ის არის რომ ათასი და + 1 პრობლემა მაქვს ცხოვრებაში და ვერაფერს ვერ ვახერხებ…

არც ვიცი როგორ მოვაგვარო…

და ვივიწყებ..

მე ვივიწყებ, მაგრამ თვითონ არ მივიწყებენ..

მტკივა…

ვერ წარმოიდგენთ როგორ მტკივა..

დამეხმარეთ რა…



მიყვარხართ ყველა..
ავად ვარ, თავს კარგად ვერ ვგრძნობ, სამსახურშიც ცოტა დამაგვიანდა მაგრამ მაინც ფანტასტიურ ხასიათზე გავიღვიძე დღეს და ისევ ისე კარგად ვარ…

მიყვარს ცხოვრება…
მიყვარს ოთო…
მიყვარს ლილუშკა…
მიყვარს ყველა ჩემი მეგობარი…

მიყვარს ადამიანები…

და ბედნიერი ვარ…

მინდა ყველას მოვეფერო, ჩავეხუტო და ვუთხრა რომ ძალიან კარგია რომ ისინი არსებობენ… მიხარია რომ მათ ვხედავ… მინდა ყველას ვუთხრა რომ მიყვარს…

ყველას ვუთხრა რომ ლამაზია…
მინდა ვუთხრა რომ ჭკვიანია…
მინდა ვუთხრა რომ …

ყველას მინდა ვუთხრა ის, რის მოსმენასაც ისინი ჩემგან ელიან…

მიყვარხართ ადამიანებოოოო………..

/ხო არ ვკვდები ნეტავ?/
რაღაც უცნაური შემოტევაა…

ააააააააააააააააააააა… მივხვდი რატომაც ვარ ასე კარგად…
მივხვდი… “ის” აღარ მაწუხებს…. I’m freeeee….



{ივლისი 10, 2007}   შენთვის!!!

არ ვიცი ვინ ხარ..

ხო, შენ, ვიცი რომ კითხულობ… ვიცი რომ სწავლობ.. და ვიცი რომ სხვებს უყვები…. 🙂

არ გინდა გამოჩნდე???

მე მაინტერესებს ვინ ხარ…

იმიტომ რომ დიდხანს დავდიოდით თურმე ერთ კედლებში და ახლა როცა დავასრულეთ, ახლა გავიგე შენი არსებობის შესახებ…

გამოჩნდი რა….

ფორუმზე..

ნატალი..



{მაისი 28, 2007}   news

რამდენი ხანია არაფერი დამიწერია…
მართლაც და ბლოგი პატრონმა მიატოვაო ჰეჰ 🙂

ხო, იცით ალბათ რა დაკავებული ვარ, ეხლა იმდენად აღარ მაგრამ დასვენების საათების მომატების ხარჯზე, შემოსავალმაც იკლო… სამწუხაროდ… არადა ღამეების თენება მერჩივნა…

სამაგიეროდ უფრო ბევრს ვეფერები ლილუს… როცა ვახერხებ რათქმაუნდა და როცა ბებიებს არ მიყავთ რომ მერე 2 დღის საწუწუნო მასალა ქონდეთ რომ როგორ დაიღალნენ 🙂 რა სასტიკი ვარ…

ხოდა.. ვმუშაობ… უკვე მესამე თანამშრომელს ვცვლი ოფისში ერთ თანამდებობაზე… იმედია დღეს ვისაც მივიღებ ის მაინც შემინარჩუნდება…

თანაც კარგია რომ ჩემი თანაშემწე დაერქმევა, რაც ძალიან ბევრ საქმეს მომაკლებს, ყოველშემთხვევაში სასამართლოში, ნოტარიუსებთან და საგადასახადოში მაინც გავუშვებ ხოლმე… მე ვიჯდები ჩემთვის პატიოსნად ოფისში 🙂 გაკეთებული საქმე მაინც ჩემად ჩაითვლება…

ჰმ, რა ჩათლაშკა ვარ… არადა ახლობელი გოგო უნდა ავიყვანო ეხლა 🙂

ახლა მივხვდი რომ სამსახურს იქეთ არაფერს ვაკეთებ და შესაბამისად ძალიან ცოტა მაქვს საწერი…

მოგვიანებით დავამატებ რამეს კიდევ…

არა გარემოს ფაქტობრივ აღწერას….
ჩემი შინაგანი ვწერო ჯობს…



{აპრილი 9, 2007}   მენატრები ოთი….

მენატრები ოთი….
ჯერ 10 დღეა გასული და მენატრები…
ძალიან მენატრები

თურმე როგორ მყვარებიხარ….
ჩემი სიცოცხლე…
კიდევ 8 დღე დარჩა…
და ჩაგეხუტები, ბეეევრს, ბეეევრს…..



{მარტი 6, 2007}   თქვენი ნატალი…

ამ დღეებში პლანის მოწევას ვაპირებ….

ჯერ არ ვიცი რას მომიტანს….

მაგრამ… მაინც მინდა…
იქნებ გამთიშოს….
იქნებ დამავიწყოს ყველაფერი…
იქნებ გამაღიმოს…
იქნებ მომკლას საერთოდ….

**************************
მე მკვდარი ვარ… ჩემი შენს მიმართ დასავით სიყვარული მკლავს.. არ უნდა მიყვარდე და კარგად ვიქნები… თავზარდაცემული ვარ…
ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება..
რა არის ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება…

ხორცს შეეშვი… უკვე ეყოფა.. მარტო ეგ არაა ცხოვრება.. გაიხსენე რაც გითხარი… მიდი ღმერთთან..
მე აღარ ვარსებობ…

***********************
მარუს ეხლა არ ვარ მზად ფსიქოლოგიურად, ძალიან მიჭირს რა… აუცილებლად ვილაპარაკებთ მარა დრო მჭირდება…
თავს მიხედე!…

************************
მარტო ხარ? არ გამაგიჟო ეხლა, თავს არაფერი მოიწიო, ლილუკაზე იფიქრე! კაი რა გჭირს, არავინ არაფერს გაიგებს.. ოთო ვერ გაიგებს….

****************************
მაგარი მაწყენინე… გუშინ ფორუმზე შევედი და ნატალი კალანდაძის 24 იანვრის კლასგარეშე წავიკითხე…
აღარ გიცნობ… განადგურდა ჩვენი ნაცნობობაც კი…
უბედური ვარ… ყველაფერი ამემღვრა…
მშვიდობით…
შენი ცხოვრების შენ იცი…
ვერ აგიღწერ რა… უFF…

***********************************
ნათლობა მარტო ჯვრის ჩამოკიდება არაა… ნათლიას მოვალეობები ეკისრება ნათლულის წინაშე და თან დიდი!
მე საშუალება არ მომეცემა მასზე ვიზრუნო…
უბრალოდ ვერ შევძლებ, არ გამოვა…
იმედია მიმიხვდი…
ის ზღვარი გადაიკვეთა რომელიც აკრძალულია…
მენანება ყველაფერი…
შენი აღიარება დასაფასებელია, მაგრამ მე აღარ მყოფნის დიდსულოვნება რომ გაპატიო….

*********************************

ბოლოს ხავსს ვებღაუჭებოდი და მოწყდა ისიც…
ვეცადე ყველანაირად გამეგო, მაგრამ ვერა…
მეც გამიჭირდება…
მაგრამ უარესებიც არსებობს… ხალხი შვილს კარგავს და….

**************************
ღმერთს ვთხოვ მაგაში დამარწმუნოს…

************************
ჩემი პატარა დაიკო იყავი, ხარ და იქნები….
მართლა მინდა შემეძლოს გაპატიო, მაგრამ არ შემიძლია ეხლა.. ხო ხვდები…
უნდა ვიგრძნო რომ გაპატიე, მარტო სიტყვებს ხო არ მოგწერ…
რეალურად ხომ იცი რომ ვერ შევძლებ ამ ეტაპზე…
შენ ფაქტიურად იმ მოქმედებებით უარყავი ჩვენი ამდენი ხნის მეგობრობა და სიყვარული და გულნატკენი ვარ…
ხო გესმის მარუს…
მეც გთხოვ პატიებას თუ ნაწყენი ხარ ჩემზე…
და იმის გამოც რომ ვერ გპატიობ…
დღეს გამარჯობის თქმაც ვერ შევძელი… ეგეც მაპატიე..
ვეცდები შევძლო…
ურთიერთობის განახლებაც რომ ვერ შევძლო, მაინც იცოდე რომ ისევ ისე მიყვარხარ..
აბა რომ არ მიყვარდე ასეთი ნაწყენი ხო არ ვიქნებოდი…

არც კი ვიცი რატომ ვწერ…. რა მინდა საერთოდ…
ალბათ აღარ შემოიხედავს აქ და იმედია ამ ყველაფერს არც ნახავს…
არ მინდა ნახოს რომ მეც სუსტი ვარ…
არ მინდა ძლიერი მარის სახე დაიმსხვრეს….

უნდა შევძლო…. არყით, პლანით, სიგარეტით….
და ლილუშკა….
ლილუ ერთადერთი დარჩა…
ისიც მანამდე იქნება სანამ დავჭირდები….

მიყვარხართ…………………..
ყველა მიყვარხართ….
ზედმეტადაც კი….

ჩემი სოფი…
ვამაყობ შენით…..

ჩემი მის სვ….
მიყვარს შენი ნათელი თვალები….

ჩემო თამო…
ტაკ ძერჟაწ….

ჩემო თეო…
არ შედრკე… შენ ხარ ძლიერი ქალი…

ჩემი ნინია….
————————
(ვერაფერს ვამბობ, you should guess…)

ვერიჩკა….
სთილ ლავ იუ… no matter what you think…

მაინც ჩემები ხართ ყველანი ბლიად…..
მაინც….

nobody dies virgin, life fucks everyone…
გახსოვდეთ….

თქვენი ნატალი…



et cetera