It was me on that road…











{მარტი 6, 2007}   ნინიას

მან იცის….

იცის ვის ვწერ…….

მან ყველაფერი იცის…..

მაგრამ…..

შენ მე აკრძალულ მკვლელობით მომკალ… ვით აქაფებულ ზღვაში თოლია…
დიდხანს ველოდი საწადელ სიტყვებს, არ გაიმეტე აღმოჩნდი ძუნწი..
არ ვიცი ვისთვის გადაინახე, შენ იკნებ ახლაც ვიღაცას უცდი…

შენზე რას ვფიქრობ?? აბა რა გითხრა, შენ ყველაფერი რომა ხარ ჩემთვის: ადამიანი, სატრფო, მიჯნური, ყოვლის მძლეველი შენა ხარ ღმერთი….

კვლავ მტანჯავს შენი ხილვის სურვილი…. არ თქვა რომ ამის არ მაქვს უფლება, მე სიყვარულის თვით ღმერთი მწყალობს…. მოდის და შენზე მესაუბრება…..

როგორ მიყვარხარ? არ შემიძლია სიმართლე გითხრა აღწერა მისი, გამოთქმა – ჩემი ყველაფერის ძალმიძს და არც არაფრის დახატვა მიჭირს, მაგრამ სიყვარულს მე რომ განვიცდი, მე რითაც ვცოცხლობ, მე რითაც ვიწვი, როგორ აგიწერ….. მქონდეს იმედი ნეტავი რისი, როცა საკმარი არ მაქვს სიტყვები, არც მეხმარება აზრები სხვისი…

ღმერთს არ ვახსოვა დაბადებიდან, არ გამითენდა დღე ჯერ მზიანი…
ვერ ამიხსნია ნუთუ ამქვეყნად დარდისთვის ჩნდება ადამიანი….

მე შენ აღარსად არ გელოდები?? – მცდარი აზრია, მე გიცდი ხესთან, მე გიცდი ხევთან, მე გიცდი წყალთან, მე გიცდი ზღვასთან, მე გიცდი ყველგან და ეს ლოდინი სულაც არა მღლის, სულაც არ მტანჯავს….

მაგრამ ამაო ცდაა ყოველი, შენ ჩემზე ფიქრი სულ არ გაწუხებს, თუ არ ისურვე, შენ თუ არ გაწყობს, არავის ტრფობა არ შეგაწუხებს….

შეხედე, ჩემო, უკვე აცივდა… ხეებს ყვითელი ფოთლები სცვივა და ტირის….
ტირის მიწაზე წვიმა, წვიმასაც თავის ტკივილი სტკივა….

მალე, სულ მალე იქცევა ფიფქად, უსპეტაკეს და უწმინდეს მასად, მაგრამ უხეშად თუ შეეხებით, იგიც გაქრება ყველა ლამაზი ოცნების მსგავსად

ქაშვეთში ალბათ ჩაქრა სანთელი… მე ის ავანთე თერთმეტ საათზე…
იქ რა მინდოდა?? – ღმერთს შევეხვეწე: “უფალო ღმერთო, შენ გევედრები, გვაცოცხლე სულის გადარჩენამდე…. სანამდე კიდევ გვქენჯნის ნამუსი და გზა სავალი მოსჩანს შენამდე”….

სიზმარში გნახე, უფლის წინ იდექ, ცოდვებისაგან განაწამები…
მე მოვდიოდი, მე მოვდიოდი, მე მოვდიოდი შენსკენ წვალებით…
მინდოდა ჩემო, გადამერჩინა ღმერთის რისხვისგან შენი თვალები….

მე გაპატიებ, მე გაპატიებ და მერე ყველა შეგინდობს ვიცი… ხოლო ღმერთი თუ მაინც გაწყრება, მე დავბან ფეხებს ვით მაგდალენა და შევუმშრალებ ლამაზი თმებით…
ღმერთიც შეგინდობს, მეც გაპატიებ და მერე უფრო მშვიდად მოვკვდებით…
მე გაპატიებ, რადგან არ ვიცი რად ვარ ცოდვილთა ასე შემნდობი…
არ ვიცი წარსულ რატომ ვივიწყებ და ან მომავალს რატომ ვენდობი…

შენ კარგად მიცნობ, იცი არამაქვს მე ორგულობის დამღა და ნიჭი…
მიყვარდა, მიყვარს და მეყვარება ცისფერთვალება, ლამაზი ბიჭი….

ის მთვარის შუქი, შენსკენ მფრინავი, მე შევაჩერე ჩემი ხელებით…
სანამ შენ გნახავს, შენამდე მოვა, სულ ცოტას მაინც მოვეფერები…

მე სიყვარულში არ მქონდა ბედიი, არ ვიცი რატომ, ვისი ბრალია…
გამატიალა ტანჯვა-წვალებამ…. გულს არაფერი არ უხარია….

სარკეს ჩავყურებ და მეტირება… სახე სულ ცრემლებს დაუფარია…

ბედნიერებას მე აღარ ველი.. არ შეიძლება ლოდინი მისი…
ბედნიერება ჩემი შენ იყავ, სხვასთან ვერ გავხდი მე იმის ღირსი….
როცა მოვკვდები, შენ არ იფიქრო,
არ დამჭირდება სითბო მაგ ხელის….

მიცვალებულსაც პატრონი უნდა, მიცვალებულიც ვიღაცას ელის….

Advertisements


{იანვარი 24, 2007}   volume 2

ჩემთვის მივდიოდი ქუჩაში.. ჩაფიქრებული.. არც მახსოვს რაზე ვფიქრობდი..
ცუდად ვიყავი.. რატომ უნდა ვკარგავდე იმ ადამიანებს ვინც ყველაზე მეტად მიყვარს…
აა გამახსენდა.. ამაზე ვფიქრობდი ზუსტად..
ზედმეტადაც ცუდად ვიყავი..
რატომ რატომ რატომ…

მანქანამ წამიჩერა..
ამას რაღა უნდა… არ მაქვს ეხლა ამისი ნერვი..
და პირდაპირ ვეუბნები: “დავაი რა…”
და მერე შევხედე…
ქერა იყო.. არაქართული ტიპი…

sorry.. couldn’t understand…

უი.. ვერ გაიგო…
I mean… never mind…

შემეშვას რა… არ მინდა ინგლისურის პრაქტიკა ეხლა…

sit down… let’s drink somethin’

ხო… დალევა კარგია… ჩაისხამდა კაცი ეხლა… ბოლომდე…
კარგი, კარგი, ვჯდები…
მიდის… მიდის… სად ნეტავ…
ფუ რა ბანალურია.. შარდენი…

whisky? Vodka? …

რა დავლიო???
Absolut kurant… beer.. argo.. red.. extra strong…

რას ვიგიჟებ თავს…
რას იფიქრებს… მომენტ არ მკიდია??

ვსვამ… საერთოდ არ ლაპარაკობს.. რატომ ნეტავ.. რისთვის წამომიყვანა… ვოტ გააღო პირი…
you look sad…

მინდა ვუთხრა რომ never mind.. მაგრამ არ გამომდის…
გარშემო საგნები უკვე კონტურებს კარგავენ ნელნელა…

let’s go…
where?
wherever…
მივდივართ…

მანქანა ჩერდება…

may I ??

????

kiss…
ჰმ.. უკვე…
do whatever…

მკოცნის… ლოყაზე…
ფუ დებილი – ვფიქრობ…

ააა თურმე დროებით დებილი…

მოიცა მოიცა… საიდან ასეთი ვნება… ამეფრცქვნა ტუჩები…

არ ჩერდება…
stop stop, not here…

why???

აგრძელებს… როდის გამხადა??? რა უნდა ჩემს მკერდთან…
მარა მეც ხომ მინდა???

ვაძლევ საშუალებას…
თუმცა მაქვს რომ წინააღმდეგობის გაწევის თავი??

თითები… რატომ მიძვრებაა??
რა უნდა? ვინაა საერთოდ…
სახელი მაინც ეთქვა…

RAULA… /იზვრაშენკა ბლიად/

ჰმ.. სულელი, რატომ ეფერება ჩემს ტრუსიკს როცა მე თვითომ აქ ვარ…
ხელი გავუსვი… შარვალზე… გამეღიმა… შემეცოდა იქ ჩაკეტილი…

და რატომ მანქანაში??

კარებს ვაღებ და გადმოვდივარ… ცივა.. მაგრამ Vოდკა თავისას შვრება.. სხეული მიხურს.. მარტო ვოდკა???

მანქანაზე მსვამს… ნელნელა ქრება თვალთახედვიდან… აა დაიჩოქა…

მმმმმმმმმმმ… დაიწყო…
რა ნაზად მეფერება ფეხებზე… ჩქარობს ცოტა… უკვე ვგრძნობ მის ენას..
სველი ენა აქვს თუ მე ვარ სველი??
უკვე კარგია… მისი ენის ყოველი შეხება კლიტორზე ყველა კუნთს მითრთოლებს..
მშიერივით მლოკავს…
სიგარეტს მოვუკიდე.. ლამაზი ღამეა..
არ ჩერდება.. ნელნელა უფრო მიღრმავებს ენას და უფრო მანდომებსს…
წვერიანია და მაგიჟებს მისი ჩხვლეტა..
თავზე ხელს ვკიდებ.. თმებში ვეფერები და უფრო ვიზიდავ ჩემსკენ..
მაგრად მლოკავს… თან თითით მეჩალიჩება…
ვათავებ უკვე…
თავზე ვაჭერ ხელს და ვაჩერებ… უკვე ვეღარ ვგრძნობ არსებობას…
თავიდან ფეხებამდე დამიარა …

ფუ ბლინ პატრული… გათავებასაც არ დაგაცდიან ნორმალურად რა….



{იანვარი 2, 2007}   Happy New Year

გილოცავთ ახალ წელს…
ბანალურია მაგრამ მაინც, გილოცავთ რა…
მინდოდა რაღაც უფრო ორიგინალურად მომელოცა მაგრამ…
ფანტაზია ნოლზე დავიდა ამდენი არყით…



მითხრა შენი წერილები ისევ შენახული მაქვსო….
რად უნდოდა ნეტავ…
somehow მიმიღწევია მიზნისთვის…



-რომელი ხარ?
-მარი ვარ..
-მარი?
-მმმ, როგორ გაგახენო.. ბექჰემი გეუბნება რამეს?
-(დაფიქრდა), არა…
-დათოს წერის ნიჭი?
-დათოს? არა… ვერ მივხვდი
-ერთხელ მითხარი წერის ნიჭი გაქვთო..
-მე გითხარი?? მმმმ… “იქ” სწავლობდი??
-ხო…
-ააააა, როგორ ხარ???
-კარგად, შენ??
-საიდან გაგახსენდი?
-ადამიანი რომ გაგახსენდეს, ჯერ უნდა დაგავიწყდეს..
-ააა.. მივხვდი.. როგორ ხარ?
-კარგად… ბავშვი მყავს… სამი თვის..
-წლებია არ შემომხმიანებიხარ…
-წლები არაა… ყავა ხომ არ დაგველია?
-როგორ შეიძლება, გათხოვილხარ უკვე..
-ჩემს ქმარს ესმის… ფრანგულად აზროვნებს..
-ფრანგულად? ეგ ცოტა უხერხულია..
-ზუსტად მასე უხერხულად ფრანგულია..
-ხო… სტრანნები ხართ ქალები
-მე იმ ქალებზე უფრო სტრანნი ვარ..
-სასწაული ქალი ხარ…
-კარგია სასწაულები საახალწლოდ…
-ასეთი დამაბნეველი სასწაულები არა…
-ხელოვანი ხარ, რატომ გიკვირს?
-არა, მე უკვე დიდი ხანია აღარაფერი მიკვირს..
-ხოდა მითუმეტეს..
-მე, შენ და შენი ქმარი?
-თუ გინდა მეგობარი მოიყოლე..
-არა, ცოდოა, მე ხომ დავიბენი და სხვა რატომ დავაბნიო…
-როგორც გინდა… როცა გინდა..
-5ის მერე… ნაახალწლევს… სპექტაკლზე შემოიარე და მერე სადმე დავსხდეთ…
-კარგი, შევთანხმდით…
-კიდევ მომიყევი რა რამე შენზე…
-ტელეფონით რატომ… დავსხდებით და მერე…
-კარგი, დროებით…
– bye bye



და მე ვიხილე ზეცა მეშვიდე ისევ შენი სხეულის გავლით…

უღირსებსაც გააჩნიათ ღირსება.. და თუ ამასაც წამართმევენ მე თავის მოკვლაც შემიძლია…

ტაძარში დანთებულ სანთლებს, სანთლებთან დაჩოქილ მუხლებს, მუხლებთან დაღვრილ ცრემლებს და ცრემლებში გამოხატულ სიყვარულს გაუმარჯოს..



{დეკემბერი 28, 2006}   ოთი გახსოვს ის ღამე??

თეთრი ღამეები, უაზრო დღეები, ისევ სიგარეტი და ისევ სასმელი…
სიფათში მიცქერს დაღლილი ბოთლი და მავსებს მისი სიცარიელე…
ეს ბოლო დღეებია ვსვამ მანამ, სანამ ირგვლივ საგნები კონტურებს არ კარგავენ… ეს ისეთი მაგარი შეგრძნებაა… ვფიქრობ შენზე და ვესაუბრები ანგელოზებს… ანგელოზებმა დიაგნოზი გამომიტანეს, სევდა, სევდა და სიყვარული…

ფეხით გასრესილ სიგარეტად პარკეტზე გდია ერთადერთი სიტყვა “მიყვარხარ”, რომელსაც უკვე აღარავინ არ საჭიროებს, რადგან არავის არ სჯერა მისი…

არსებობს კიდევ რაღაც, რის გამოც ქალი შეიძლება მთელი სიცოცხლე ელოდებოდეს…

სიკვდილი ლამაზი არ არის, ეს ღმერთებმა დაადგინეს, სიკვდილი რომ ლამაზი ყოფილიყო თვითონაც მოკვდებოდნენ… მაგრამ.. ქართულში “ბედს”, “გამბედაობას” და “ბედნიერებას” ერთი ძირი აქვს… და მეც… მივენდე ბედს.. გავბედე შენი კოცნა და ეს ერთი წამიც მეყოფოდა ბედნიერებისთვის



{დეკემბერი 28, 2006}   მომეფერე გესმის????

მცივა.. თითებიც გამეყინა… ძალიან ლამაზია მთები და ვარსკვლავები… ერთი ვარსკვლავი ამოვიჩემე რატომღაც.. დიდხანს ვაკვირდებოდი და ნელნელა გამოიკვეთა შენი სახე.. და უკვე აღარ ვიყავი მარტო..
გიმზირე მანამ, სანამ შიშისაგან უცბად არ შევკრთი.. ხო, შემეშინდა, ვარსკვლავის ჩამოვარდნის შემეშინდა, შემეშინდა რომ ასე მოპოვებული უცებ არ დამეკარგე.. შემეშინდა და თვალები დავხუჭე.. თვალები დავხუჭე და ჩემს სულში ღამემ დაისადგურა.. ისე ბნელოდა მეგონა ღმერთიც ვერ მხედავდა.. დავხუჭავ თვალს და შენ ღიმილით მიახლოვდები..
ხო, მომეფერე… ვიდრე შენთვის გაყიდულ სულს დემონი დაეპატრონება..
ვიდრე ჯერ კიდევ მაქვს ძალა რომ შენს შეხებას გავუძლო
ვიდრე მიყვარხარ იმაზე მეტად ვინც მეგონა რომ ყველაზე მეტად მიყვარდა
ვიდრე მივხვდები რომ ეს ყველაფერი სიზმარი და ოცნებაა მხოლოდ
ვიდრე გამოჩნდება ვინმე, ვინც შენს წართმევას მოინდომებს
ვიდრე ისევ გათენდება ღამე…
ხო, მომეფერე, ვიდრე ჩემი ვარსკვლავი მოწყდება…
მომეფერე გესმის????



მე მთვრალი ვარ, გესმის? მთვრალი
და ჩემს სულში ეშმაკები სახლდებიან…
ამ ჭიქაში ფერწასული სახე გდია…
არა, რაღა ახლა გამახსენდი??
როცა თვალი დიონისემ გამიბრუა
სიყვარულის სადღეგრძელოს არ დავლევდი???

ცრემლთან ერთად წამწამს სწყდება მოგონება
და შენთან ვარ ალავერდი…



ეხლა ვჭამ სპაგეტის რომელსაც არყის გემო აქვს…
არა, არ მეჩვენება, მართლა არყის გემო აქვს..
რატომ?? ეჰ, გრძელი ისტორიაა….

გუშინ კარგი დღე მქონდა, რაღაც გამონაკლისების გარდა (როგორც ყოველთვის, ყველა კარგს თავისი ცუდი ახლავს)

ცუდით დავიწყებ რომ მერე ცოტა გავხალისდე…
ცუდი N 1 ლილუშკა არ იყო ჩემთან, ჩემებმა დაიტოვეს და ძალიან მოვიწყინე, სულ მესმოდა მისი ხმა რომ მეძახდა და მსაყვედურობდა “დედიკო რატომ მიმატოვე”….
ცუდი N2 ბოლოსკენ მე და ოთიმ ცოტა ვიჩხუბეთ…

ხო.. აღარ მინდა ცუდები 🙂

ხო გუშინ ბოლო წერები იყო კერესელიძესთან და მისნაირებთან, ხოდა გადავწყვიტეთ აღნიშვნა, მართალია მე არც კერესელიძე მადარდებს დიდად და არც მისნაირები მაგრამ მაინც.. მიზეზი მოგვეცა რა… მითუმეტეს რომ შობამდე დავიშალეთ…

ხო… დარჩნენ აქ.. ნინა, თამო, მირანდა და სოფო პლიუს ბაკუნა
მერე ლაშაც მოვიდა.. და მე და ოთი…
თავიდან ყველამ ვიწუწუნეთ იმაზე რომ დალევა არ გვინდოდა…
მერე 2 ლიტრამდე არაყი ჩავცალეთ… მე პლიუს არგო ვსვი წითელი (ექსთრა სთრონგ მენ!!)
მერე ბაკუნამ რათქმაუნდა ტვინი გაბურღა თავისი მომავალი ცოლის პატიოსნებით.. იდეაში სულ სუჩკა მეძახა… იდეაში იმიტომ რომ რაც ჩამოთვალა სუჩკის თვისებები (მისი გადასახედიდან) აბსოლუტურად მომესადაგებოდა მე.. თორე ისე ბაკუნას რომ კითხო, ერთი თავშალი არ მიკეთია და დანარჩენი მანდილოსნობის ეტალონი ვარ.. ეჰ, უჭირს საქართველოს…
ხო, ანუ ერთი – მანდილოსნების სადღეგრძელო დაახლოებით 40 წუთი გაიწელა ამ დებატებიდან გამომდინარე..
მერე გოგონებმაც, მადლობის ნიშნად რომ კაცებმა ასეთი პატივი გვცეს და ჩვენი (ანუ ჭეშმარიტი ქართველი, ქართულ ოჯახებში გაზრდილი, პატიოსანი, წესიერი, კარგად აღზრდილი, ტრადიციული ქალების) სადღეგრძელო დალიეს, ამათაც მოინდომეს ჭეშმარიტი ქართველი კაცების სადღეგრძელო… რასაც მოყვა ლაშას რეპლიკა – “ჭეშმარიტ ღიპიან, ბანჯგვლიან კაცებზე”, და ოთოს დიდი რეჩი იმაზე რომ ჭეშმარიტი ქართველი მამაკაცი უნდა იყოს შურიანი, ბოღმა, “მოდი ქალო ნასკი გამხადე”, “შენ მაგას ვის ეუბნები ბიჭო”, “დედას როგორ მაგინებ ჩემი დედას შევეცი”, ცოლს უნდა სცემდეს რათქმაუნდა, ის რომ სახლში მოვა ბავშვები უნდა ისუსებოდნენ და ათასი ამგვარი ჩემის აზრით სიმართლე.. და ამასაც მოყვა დაახლოებით ნახევარსაათიანი დებატები…
მერე ვჭორაობდით ჩვნთვის გოგოები და რაღაცაზე აღვნიშნე ელემენტები დაჯდა მეთქი.. ლაშა შემოგვიერთდა, მე გიყიდიო მითხრა, საერთოდაც ვიბრატორი მაგარი რამეაო… ხოდა მერე დაიწყო ოთოს თვალების ბრიალი ბაკუნამ არაფერი გაიგოსო…
და საერთოდაც მაგრად მიყვარს ბაკუნა მაგრამ გოიმია რა…. უფრო სწორად ჭეშმარიტად ქართველი მამაკაცია, ოღონდ ღიპი არ აქვს…

ხოდა… აი ეგრე გაგრძელდა მთელი საღამო… მერე რათქმაუნდა როგორც ჭეშმარიტ ქართველებს სჩვევიათ კუთხეებზე დაჭამეს კინაღამ ერთმანეთი… ანუ გურულებს იქეთ ყველა უჯიშოა, რომ კახელები უზრდელები არიან და ვირებთან ჟიმაობენ, რო სვანები კარებებს თავით აღებენ, რომ წაგვლეკეს ჯეობარში თუ ჯეოსტარში ამ მეგრელებმა… და რავიცი კიდევ…

მერე ცეცხლი ერთი საათი ლოგინში და ტკბილად დავიძინე.. საკუთარი თავით კმაყოფილმა იდიოტმა..

P.S. დამავიწყდა მეთქვა… რათქმაუნდა ჩემი სადღეგრძელო პერსონალურად დალიეს.. თურმე ისეთი კარგი ვყოფილვარ… შემიყვარდა ჩემი თავი, ნეტავ ორი ვიყო..



et cetera