It was me on that road…











{მაისი 28, 2007}   news

რამდენი ხანია არაფერი დამიწერია…
მართლაც და ბლოგი პატრონმა მიატოვაო ჰეჰ 🙂

ხო, იცით ალბათ რა დაკავებული ვარ, ეხლა იმდენად აღარ მაგრამ დასვენების საათების მომატების ხარჯზე, შემოსავალმაც იკლო… სამწუხაროდ… არადა ღამეების თენება მერჩივნა…

სამაგიეროდ უფრო ბევრს ვეფერები ლილუს… როცა ვახერხებ რათქმაუნდა და როცა ბებიებს არ მიყავთ რომ მერე 2 დღის საწუწუნო მასალა ქონდეთ რომ როგორ დაიღალნენ 🙂 რა სასტიკი ვარ…

ხოდა.. ვმუშაობ… უკვე მესამე თანამშრომელს ვცვლი ოფისში ერთ თანამდებობაზე… იმედია დღეს ვისაც მივიღებ ის მაინც შემინარჩუნდება…

თანაც კარგია რომ ჩემი თანაშემწე დაერქმევა, რაც ძალიან ბევრ საქმეს მომაკლებს, ყოველშემთხვევაში სასამართლოში, ნოტარიუსებთან და საგადასახადოში მაინც გავუშვებ ხოლმე… მე ვიჯდები ჩემთვის პატიოსნად ოფისში 🙂 გაკეთებული საქმე მაინც ჩემად ჩაითვლება…

ჰმ, რა ჩათლაშკა ვარ… არადა ახლობელი გოგო უნდა ავიყვანო ეხლა 🙂

ახლა მივხვდი რომ სამსახურს იქეთ არაფერს ვაკეთებ და შესაბამისად ძალიან ცოტა მაქვს საწერი…

მოგვიანებით დავამატებ რამეს კიდევ…

არა გარემოს ფაქტობრივ აღწერას….
ჩემი შინაგანი ვწერო ჯობს…



მითხრა შენი წერილები ისევ შენახული მაქვსო….
რად უნდოდა ნეტავ…
somehow მიმიღწევია მიზნისთვის…



-რომელი ხარ?
-მარი ვარ..
-მარი?
-მმმ, როგორ გაგახენო.. ბექჰემი გეუბნება რამეს?
-(დაფიქრდა), არა…
-დათოს წერის ნიჭი?
-დათოს? არა… ვერ მივხვდი
-ერთხელ მითხარი წერის ნიჭი გაქვთო..
-მე გითხარი?? მმმმ… “იქ” სწავლობდი??
-ხო…
-ააააა, როგორ ხარ???
-კარგად, შენ??
-საიდან გაგახსენდი?
-ადამიანი რომ გაგახსენდეს, ჯერ უნდა დაგავიწყდეს..
-ააა.. მივხვდი.. როგორ ხარ?
-კარგად… ბავშვი მყავს… სამი თვის..
-წლებია არ შემომხმიანებიხარ…
-წლები არაა… ყავა ხომ არ დაგველია?
-როგორ შეიძლება, გათხოვილხარ უკვე..
-ჩემს ქმარს ესმის… ფრანგულად აზროვნებს..
-ფრანგულად? ეგ ცოტა უხერხულია..
-ზუსტად მასე უხერხულად ფრანგულია..
-ხო… სტრანნები ხართ ქალები
-მე იმ ქალებზე უფრო სტრანნი ვარ..
-სასწაული ქალი ხარ…
-კარგია სასწაულები საახალწლოდ…
-ასეთი დამაბნეველი სასწაულები არა…
-ხელოვანი ხარ, რატომ გიკვირს?
-არა, მე უკვე დიდი ხანია აღარაფერი მიკვირს..
-ხოდა მითუმეტეს..
-მე, შენ და შენი ქმარი?
-თუ გინდა მეგობარი მოიყოლე..
-არა, ცოდოა, მე ხომ დავიბენი და სხვა რატომ დავაბნიო…
-როგორც გინდა… როცა გინდა..
-5ის მერე… ნაახალწლევს… სპექტაკლზე შემოიარე და მერე სადმე დავსხდეთ…
-კარგი, შევთანხმდით…
-კიდევ მომიყევი რა რამე შენზე…
-ტელეფონით რატომ… დავსხდებით და მერე…
-კარგი, დროებით…
– bye bye



et cetera