It was me on that road…











{ნოემბერი 1, 2007}   ზღაპარი ჩემზე

იყო და არა იყო რა…
იყო ქალი.. დიდი სიყვარულითა და დიდი სიმშვიდით…
უყვარდა ისე, რომ არ სჭირდებოდა არც ძეგლის დადგმა… არც ლამაზი მომავალი… უბრალოდ უყვარდა და იყო ბედნიერი იმით რაც ჰქონდა… ოღონდ ეს არ დაშლილიყო….

გავიდა დრო…

ქალი მძიმედ დაავადდა განუკურნებელი დაავადებით…
მაგრამ იბრძოდა სიცოცხლისათვის… იბრძოდა იმისათვის რომ ბავშვს ყოლოდა დედა…
სხვა სიცოცხლე არაფრად უღირდა…
ისევ უყვარდა… მაგრამ ტკივილით…
ცრემლით იხსენებდა განვლილ, მშვიდად გატარებულ დღეებს და აღარც ქონდა იმედი მათი დაბრუნებისა…
ვერც ვერაფერს აკეთებდა წარსულში დასაბრუნებლად… ძალა არ ქონდა.. ავად იყო…

დღითი დღე მატულობდა ტკივილი… გრძნობდა დასასრულს… მაგრამ ცდილობდა…

უღირს შვილებსაც გააჩნიათ ღირსება და თუ ამასაც წამართმევენ, მე თავის მოკვლაც შემიძლია…

თქვენ კი… იცოდეთ რომ.. მე ვარ ყველა იმ საგანში რომელიც მე მეკუთვნის…

ეუბნებოდნენ სიყვარული უფფრო დიდია ვიდრე ნებისმიერი ტკივილიო.. მაგრამ აღარ სჯეროდა უკვე….

მაგრამ… არსებობს კიდევ რაღაც… ის რის გამოც ქალი, შეიძლება მთელი სიცოცხლე ელოდებოდეს..

და ეს სიკვდილი… ვარსკვლავეთში ჰგავდა გაფრენას…

Advertisements


{ოქტომბერი 10, 2007}   ბლიად

ამ ბოლო დროს სულიერების ნაკლებობას განვიცდი…

მინდოდა სიკეთე გამეკეთებინა ადამიანებისათვის…

მაგრამ არ მაცადეს…

ფული გადამიხადეს სიკეთეში…

თავს უფრო ცუდად ვგრძნობ…

ამ ბოლო დროს სულიერების ნაკლებობას განვიცდი..



{აგვისტო 16, 2007}   მტკივა

ისევ ერთფეროვანი დღეები…
მალე დავისვენებ ალბათ, ზღვა მინდა..
ყველაზე გენიალური ეპითეტი რითიც შეგვამკეს თბილისელები.. მზის ბოზები…

ხო, მზის ბოზი ვარ…

მიყვარს ზღვა…
ამასწინათ ვიყავი ბათუმში 2 დღით, ღამის 4 საათი იყო ზღვაში რომ შევედი… პლიაჟი კი იყო განათებული, მაგრამ სიღრმეში რომ გახედავ რაღაც ძალიან უცნაური შეგრძნებაა… სრული სიბნელე და ხმაური… და რაც მთავარია ამას დასასრული არ აქვს…
ჩემს შეგრძნებებს ვაკვირდებოდი, მეშინოდა თუ არა… მაგრამ არ მეშინოდა… ვგრძნობდი რომ ზღვასაც ვუყვარდი იმ მომენტში, რაღაც ძალიან ნაზად მეფერებოდა სხეულზე…

მერე ერთმა მეგობარმა მომწერა, ეგ რა მოფერებაა, ზღვა იმათაც ეხუტება ვისაც მერე ახრჩობსო…

მე მაინც რომანტიულად მეჩვენება… აი არ გქონიათ შეგრძნება რომ ადამიანს ისე ძლიერად გინდათ ჩაეხუტოთ რომ ძალა არ გყოფნით?? აი ლილუ ისე მიყვარს რომ ხანდახან მოფერებისას მგონია რომ შევჭამ…

აი ისე ვუყვარდი ზღვას რომ ჩამიხუტებდა და დამიტოვებდა თავისთან…

რაღაც არაადამიანური შეგრძნება იყო…

ყველაზე სასაცილო კი ის არის რომ ათასი და + 1 პრობლემა მაქვს ცხოვრებაში და ვერაფერს ვერ ვახერხებ…

არც ვიცი როგორ მოვაგვარო…

და ვივიწყებ..

მე ვივიწყებ, მაგრამ თვითონ არ მივიწყებენ..

მტკივა…

ვერ წარმოიდგენთ როგორ მტკივა..

დამეხმარეთ რა…



{მარტი 6, 2007}   ნინიას

მან იცის….

იცის ვის ვწერ…….

მან ყველაფერი იცის…..

მაგრამ…..

შენ მე აკრძალულ მკვლელობით მომკალ… ვით აქაფებულ ზღვაში თოლია…
დიდხანს ველოდი საწადელ სიტყვებს, არ გაიმეტე აღმოჩნდი ძუნწი..
არ ვიცი ვისთვის გადაინახე, შენ იკნებ ახლაც ვიღაცას უცდი…

შენზე რას ვფიქრობ?? აბა რა გითხრა, შენ ყველაფერი რომა ხარ ჩემთვის: ადამიანი, სატრფო, მიჯნური, ყოვლის მძლეველი შენა ხარ ღმერთი….

კვლავ მტანჯავს შენი ხილვის სურვილი…. არ თქვა რომ ამის არ მაქვს უფლება, მე სიყვარულის თვით ღმერთი მწყალობს…. მოდის და შენზე მესაუბრება…..

როგორ მიყვარხარ? არ შემიძლია სიმართლე გითხრა აღწერა მისი, გამოთქმა – ჩემი ყველაფერის ძალმიძს და არც არაფრის დახატვა მიჭირს, მაგრამ სიყვარულს მე რომ განვიცდი, მე რითაც ვცოცხლობ, მე რითაც ვიწვი, როგორ აგიწერ….. მქონდეს იმედი ნეტავი რისი, როცა საკმარი არ მაქვს სიტყვები, არც მეხმარება აზრები სხვისი…

ღმერთს არ ვახსოვა დაბადებიდან, არ გამითენდა დღე ჯერ მზიანი…
ვერ ამიხსნია ნუთუ ამქვეყნად დარდისთვის ჩნდება ადამიანი….

მე შენ აღარსად არ გელოდები?? – მცდარი აზრია, მე გიცდი ხესთან, მე გიცდი ხევთან, მე გიცდი წყალთან, მე გიცდი ზღვასთან, მე გიცდი ყველგან და ეს ლოდინი სულაც არა მღლის, სულაც არ მტანჯავს….

მაგრამ ამაო ცდაა ყოველი, შენ ჩემზე ფიქრი სულ არ გაწუხებს, თუ არ ისურვე, შენ თუ არ გაწყობს, არავის ტრფობა არ შეგაწუხებს….

შეხედე, ჩემო, უკვე აცივდა… ხეებს ყვითელი ფოთლები სცვივა და ტირის….
ტირის მიწაზე წვიმა, წვიმასაც თავის ტკივილი სტკივა….

მალე, სულ მალე იქცევა ფიფქად, უსპეტაკეს და უწმინდეს მასად, მაგრამ უხეშად თუ შეეხებით, იგიც გაქრება ყველა ლამაზი ოცნების მსგავსად

ქაშვეთში ალბათ ჩაქრა სანთელი… მე ის ავანთე თერთმეტ საათზე…
იქ რა მინდოდა?? – ღმერთს შევეხვეწე: “უფალო ღმერთო, შენ გევედრები, გვაცოცხლე სულის გადარჩენამდე…. სანამდე კიდევ გვქენჯნის ნამუსი და გზა სავალი მოსჩანს შენამდე”….

სიზმარში გნახე, უფლის წინ იდექ, ცოდვებისაგან განაწამები…
მე მოვდიოდი, მე მოვდიოდი, მე მოვდიოდი შენსკენ წვალებით…
მინდოდა ჩემო, გადამერჩინა ღმერთის რისხვისგან შენი თვალები….

მე გაპატიებ, მე გაპატიებ და მერე ყველა შეგინდობს ვიცი… ხოლო ღმერთი თუ მაინც გაწყრება, მე დავბან ფეხებს ვით მაგდალენა და შევუმშრალებ ლამაზი თმებით…
ღმერთიც შეგინდობს, მეც გაპატიებ და მერე უფრო მშვიდად მოვკვდებით…
მე გაპატიებ, რადგან არ ვიცი რად ვარ ცოდვილთა ასე შემნდობი…
არ ვიცი წარსულ რატომ ვივიწყებ და ან მომავალს რატომ ვენდობი…

შენ კარგად მიცნობ, იცი არამაქვს მე ორგულობის დამღა და ნიჭი…
მიყვარდა, მიყვარს და მეყვარება ცისფერთვალება, ლამაზი ბიჭი….

ის მთვარის შუქი, შენსკენ მფრინავი, მე შევაჩერე ჩემი ხელებით…
სანამ შენ გნახავს, შენამდე მოვა, სულ ცოტას მაინც მოვეფერები…

მე სიყვარულში არ მქონდა ბედიი, არ ვიცი რატომ, ვისი ბრალია…
გამატიალა ტანჯვა-წვალებამ…. გულს არაფერი არ უხარია….

სარკეს ჩავყურებ და მეტირება… სახე სულ ცრემლებს დაუფარია…

ბედნიერებას მე აღარ ველი.. არ შეიძლება ლოდინი მისი…
ბედნიერება ჩემი შენ იყავ, სხვასთან ვერ გავხდი მე იმის ღირსი….
როცა მოვკვდები, შენ არ იფიქრო,
არ დამჭირდება სითბო მაგ ხელის….

მიცვალებულსაც პატრონი უნდა, მიცვალებულიც ვიღაცას ელის….



{იანვარი 2, 2007}   Happy New Year

გილოცავთ ახალ წელს…
ბანალურია მაგრამ მაინც, გილოცავთ რა…
მინდოდა რაღაც უფრო ორიგინალურად მომელოცა მაგრამ…
ფანტაზია ნოლზე დავიდა ამდენი არყით…



და მე ვიხილე ზეცა მეშვიდე ისევ შენი სხეულის გავლით…

უღირსებსაც გააჩნიათ ღირსება.. და თუ ამასაც წამართმევენ მე თავის მოკვლაც შემიძლია…

ტაძარში დანთებულ სანთლებს, სანთლებთან დაჩოქილ მუხლებს, მუხლებთან დაღვრილ ცრემლებს და ცრემლებში გამოხატულ სიყვარულს გაუმარჯოს..



მე მთვრალი ვარ, გესმის? მთვრალი
და ჩემს სულში ეშმაკები სახლდებიან…
ამ ჭიქაში ფერწასული სახე გდია…
არა, რაღა ახლა გამახსენდი??
როცა თვალი დიონისემ გამიბრუა
სიყვარულის სადღეგრძელოს არ დავლევდი???

ცრემლთან ერთად წამწამს სწყდება მოგონება
და შენთან ვარ ალავერდი…



et cetera