It was me on that road…











{მარტი 6, 2007}   თქვენი ნატალი…

ამ დღეებში პლანის მოწევას ვაპირებ….

ჯერ არ ვიცი რას მომიტანს….

მაგრამ… მაინც მინდა…
იქნებ გამთიშოს….
იქნებ დამავიწყოს ყველაფერი…
იქნებ გამაღიმოს…
იქნებ მომკლას საერთოდ….

**************************
მე მკვდარი ვარ… ჩემი შენს მიმართ დასავით სიყვარული მკლავს.. არ უნდა მიყვარდე და კარგად ვიქნები… თავზარდაცემული ვარ…
ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება..
რა არის ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება…

ხორცს შეეშვი… უკვე ეყოფა.. მარტო ეგ არაა ცხოვრება.. გაიხსენე რაც გითხარი… მიდი ღმერთთან..
მე აღარ ვარსებობ…

***********************
მარუს ეხლა არ ვარ მზად ფსიქოლოგიურად, ძალიან მიჭირს რა… აუცილებლად ვილაპარაკებთ მარა დრო მჭირდება…
თავს მიხედე!…

************************
მარტო ხარ? არ გამაგიჟო ეხლა, თავს არაფერი მოიწიო, ლილუკაზე იფიქრე! კაი რა გჭირს, არავინ არაფერს გაიგებს.. ოთო ვერ გაიგებს….

****************************
მაგარი მაწყენინე… გუშინ ფორუმზე შევედი და ნატალი კალანდაძის 24 იანვრის კლასგარეშე წავიკითხე…
აღარ გიცნობ… განადგურდა ჩვენი ნაცნობობაც კი…
უბედური ვარ… ყველაფერი ამემღვრა…
მშვიდობით…
შენი ცხოვრების შენ იცი…
ვერ აგიღწერ რა… უFF…

***********************************
ნათლობა მარტო ჯვრის ჩამოკიდება არაა… ნათლიას მოვალეობები ეკისრება ნათლულის წინაშე და თან დიდი!
მე საშუალება არ მომეცემა მასზე ვიზრუნო…
უბრალოდ ვერ შევძლებ, არ გამოვა…
იმედია მიმიხვდი…
ის ზღვარი გადაიკვეთა რომელიც აკრძალულია…
მენანება ყველაფერი…
შენი აღიარება დასაფასებელია, მაგრამ მე აღარ მყოფნის დიდსულოვნება რომ გაპატიო….

*********************************

ბოლოს ხავსს ვებღაუჭებოდი და მოწყდა ისიც…
ვეცადე ყველანაირად გამეგო, მაგრამ ვერა…
მეც გამიჭირდება…
მაგრამ უარესებიც არსებობს… ხალხი შვილს კარგავს და….

**************************
ღმერთს ვთხოვ მაგაში დამარწმუნოს…

************************
ჩემი პატარა დაიკო იყავი, ხარ და იქნები….
მართლა მინდა შემეძლოს გაპატიო, მაგრამ არ შემიძლია ეხლა.. ხო ხვდები…
უნდა ვიგრძნო რომ გაპატიე, მარტო სიტყვებს ხო არ მოგწერ…
რეალურად ხომ იცი რომ ვერ შევძლებ ამ ეტაპზე…
შენ ფაქტიურად იმ მოქმედებებით უარყავი ჩვენი ამდენი ხნის მეგობრობა და სიყვარული და გულნატკენი ვარ…
ხო გესმის მარუს…
მეც გთხოვ პატიებას თუ ნაწყენი ხარ ჩემზე…
და იმის გამოც რომ ვერ გპატიობ…
დღეს გამარჯობის თქმაც ვერ შევძელი… ეგეც მაპატიე..
ვეცდები შევძლო…
ურთიერთობის განახლებაც რომ ვერ შევძლო, მაინც იცოდე რომ ისევ ისე მიყვარხარ..
აბა რომ არ მიყვარდე ასეთი ნაწყენი ხო არ ვიქნებოდი…

არც კი ვიცი რატომ ვწერ…. რა მინდა საერთოდ…
ალბათ აღარ შემოიხედავს აქ და იმედია ამ ყველაფერს არც ნახავს…
არ მინდა ნახოს რომ მეც სუსტი ვარ…
არ მინდა ძლიერი მარის სახე დაიმსხვრეს….

უნდა შევძლო…. არყით, პლანით, სიგარეტით….
და ლილუშკა….
ლილუ ერთადერთი დარჩა…
ისიც მანამდე იქნება სანამ დავჭირდები….

მიყვარხართ…………………..
ყველა მიყვარხართ….
ზედმეტადაც კი….

ჩემი სოფი…
ვამაყობ შენით…..

ჩემი მის სვ….
მიყვარს შენი ნათელი თვალები….

ჩემო თამო…
ტაკ ძერჟაწ….

ჩემო თეო…
არ შედრკე… შენ ხარ ძლიერი ქალი…

ჩემი ნინია….
————————
(ვერაფერს ვამბობ, you should guess…)

ვერიჩკა….
სთილ ლავ იუ… no matter what you think…

მაინც ჩემები ხართ ყველანი ბლიად…..
მაინც….

nobody dies virgin, life fucks everyone…
გახსოვდეთ….

თქვენი ნატალი…

Advertisements


ეხლა ვჭამ სპაგეტის რომელსაც არყის გემო აქვს…
არა, არ მეჩვენება, მართლა არყის გემო აქვს..
რატომ?? ეჰ, გრძელი ისტორიაა….

გუშინ კარგი დღე მქონდა, რაღაც გამონაკლისების გარდა (როგორც ყოველთვის, ყველა კარგს თავისი ცუდი ახლავს)

ცუდით დავიწყებ რომ მერე ცოტა გავხალისდე…
ცუდი N 1 ლილუშკა არ იყო ჩემთან, ჩემებმა დაიტოვეს და ძალიან მოვიწყინე, სულ მესმოდა მისი ხმა რომ მეძახდა და მსაყვედურობდა “დედიკო რატომ მიმატოვე”….
ცუდი N2 ბოლოსკენ მე და ოთიმ ცოტა ვიჩხუბეთ…

ხო.. აღარ მინდა ცუდები 🙂

ხო გუშინ ბოლო წერები იყო კერესელიძესთან და მისნაირებთან, ხოდა გადავწყვიტეთ აღნიშვნა, მართალია მე არც კერესელიძე მადარდებს დიდად და არც მისნაირები მაგრამ მაინც.. მიზეზი მოგვეცა რა… მითუმეტეს რომ შობამდე დავიშალეთ…

ხო… დარჩნენ აქ.. ნინა, თამო, მირანდა და სოფო პლიუს ბაკუნა
მერე ლაშაც მოვიდა.. და მე და ოთი…
თავიდან ყველამ ვიწუწუნეთ იმაზე რომ დალევა არ გვინდოდა…
მერე 2 ლიტრამდე არაყი ჩავცალეთ… მე პლიუს არგო ვსვი წითელი (ექსთრა სთრონგ მენ!!)
მერე ბაკუნამ რათქმაუნდა ტვინი გაბურღა თავისი მომავალი ცოლის პატიოსნებით.. იდეაში სულ სუჩკა მეძახა… იდეაში იმიტომ რომ რაც ჩამოთვალა სუჩკის თვისებები (მისი გადასახედიდან) აბსოლუტურად მომესადაგებოდა მე.. თორე ისე ბაკუნას რომ კითხო, ერთი თავშალი არ მიკეთია და დანარჩენი მანდილოსნობის ეტალონი ვარ.. ეჰ, უჭირს საქართველოს…
ხო, ანუ ერთი – მანდილოსნების სადღეგრძელო დაახლოებით 40 წუთი გაიწელა ამ დებატებიდან გამომდინარე..
მერე გოგონებმაც, მადლობის ნიშნად რომ კაცებმა ასეთი პატივი გვცეს და ჩვენი (ანუ ჭეშმარიტი ქართველი, ქართულ ოჯახებში გაზრდილი, პატიოსანი, წესიერი, კარგად აღზრდილი, ტრადიციული ქალების) სადღეგრძელო დალიეს, ამათაც მოინდომეს ჭეშმარიტი ქართველი კაცების სადღეგრძელო… რასაც მოყვა ლაშას რეპლიკა – “ჭეშმარიტ ღიპიან, ბანჯგვლიან კაცებზე”, და ოთოს დიდი რეჩი იმაზე რომ ჭეშმარიტი ქართველი მამაკაცი უნდა იყოს შურიანი, ბოღმა, “მოდი ქალო ნასკი გამხადე”, “შენ მაგას ვის ეუბნები ბიჭო”, “დედას როგორ მაგინებ ჩემი დედას შევეცი”, ცოლს უნდა სცემდეს რათქმაუნდა, ის რომ სახლში მოვა ბავშვები უნდა ისუსებოდნენ და ათასი ამგვარი ჩემის აზრით სიმართლე.. და ამასაც მოყვა დაახლოებით ნახევარსაათიანი დებატები…
მერე ვჭორაობდით ჩვნთვის გოგოები და რაღაცაზე აღვნიშნე ელემენტები დაჯდა მეთქი.. ლაშა შემოგვიერთდა, მე გიყიდიო მითხრა, საერთოდაც ვიბრატორი მაგარი რამეაო… ხოდა მერე დაიწყო ოთოს თვალების ბრიალი ბაკუნამ არაფერი გაიგოსო…
და საერთოდაც მაგრად მიყვარს ბაკუნა მაგრამ გოიმია რა…. უფრო სწორად ჭეშმარიტად ქართველი მამაკაცია, ოღონდ ღიპი არ აქვს…

ხოდა… აი ეგრე გაგრძელდა მთელი საღამო… მერე რათქმაუნდა როგორც ჭეშმარიტ ქართველებს სჩვევიათ კუთხეებზე დაჭამეს კინაღამ ერთმანეთი… ანუ გურულებს იქეთ ყველა უჯიშოა, რომ კახელები უზრდელები არიან და ვირებთან ჟიმაობენ, რო სვანები კარებებს თავით აღებენ, რომ წაგვლეკეს ჯეობარში თუ ჯეოსტარში ამ მეგრელებმა… და რავიცი კიდევ…

მერე ცეცხლი ერთი საათი ლოგინში და ტკბილად დავიძინე.. საკუთარი თავით კმაყოფილმა იდიოტმა..

P.S. დამავიწყდა მეთქვა… რათქმაუნდა ჩემი სადღეგრძელო პერსონალურად დალიეს.. თურმე ისეთი კარგი ვყოფილვარ… შემიყვარდა ჩემი თავი, ნეტავ ორი ვიყო..



ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა იმაზე რაზეც მინდა რომ ვწერო… და ბოლოს გადავწყვიტე… 🙂
ამ ბოლო დროს ძალიან შევიცვალე მგონი, თან ისე სწრაფად ხდება ეს ყველაფერი რომ აღქმას ვერც ვასწრებ… გავიზარდე მგონი უფრო… არ ვიცი ოჯახმა გამზარდა, სამზარეულომ თუ ბავშვმა მაგრამ მაინც გავიზარდე… ბანალურია მაგრამ ღირებულებები გადამიფასდა..სულ სხვა რაღაცეები გახდა მნიშვნელოვანი ჩემთვის…
მეგობრები – ძალიან მინდა მათთან ყოფნა მაგრამ ლილუშკა მირჩევნია, მითუმეტეს რომ ვიცი რა უმწეოა უჩემოდ…
ოთო – სულ სხვანაირი გახდა… მთელი დღე გასულია, მთელი საღამო კომპიუტერს თამაშობს, მთელი ღამე ძინავს.. შუალედებში სიგარეტს ეწევა აივანზე…
მენთოლიანი სიგარეტებიც რომ პრობლემა გახდა ამ ყველაფერთან ერთად… დღეს კი მომიტანა ოთიმ ვოგი 🙂 ვერ დავუკარგავ 🙂

კიდევ ამ ბოლო დროს შევამჩნიე რომ ოთის გარდა კაცებისკენ აღარ ვიხედები.. უფრო მდედრებისკენ მიწევს გული და არა მარტო გული …

არადა რა უცნაურია.. მიუხედავად ჩემი უკომპლექსობისა ნაღდად ვერ მივაჭრი გოგოსთან და ვერ ვეტყვი – “იცი, მომეწონე, არ გინდა ……………………..” და ა.შ 🙂
არ მინდა ტაფა მომხვდეს თავში 🙂

დალევა მომენატრა… აბსოლუტ კურანტს ჩავცლიდი ეხლა… მთელ კოლოფ ესსესთან ერთად.. მენთოლიანს ვნატრობ რათქმაუნდა…

მე მინდა ველაპარაკო მზეს… მე მინდა მუშტი მოვუღერო ზეცას.. მე მინდა თეთრი ტილოები დავხატო.. მინდა გავიგო ღვთის სიტყვა…

მე მინდა!!!!!



იყო და არა იყო რა, იყო ქალი, დიდი სიყვარულითა და დიდი სიმშვიდით… უყვარდა ისე, რომ არ სჭირდებოდა არც ძეგლის დადგმა, არც ლამაზი მომავალი… უბრალოდ უყვარდა და იყო ბედნიერი იმით რაც ჰქონდა, ოღონდ ეს არ დაშლილიყო…..

ნუ დამიდგამენ ძეგლს, ნუ გამამართლებენ… მაგრამ გამიგებენ….
შეხედეთ რა ლამაზად დაფრინავენ თავისუფალი პეპლები….

I’m a fountain of blood
In the shape of a girl



et cetera