It was me on that road…











დღეს მერიოტის 2 წლისთავი გვაქვს… დღემდე ყველა დეტალი მახსოვს ვარდის ფურცლებისთვის კოლმეურნეობაზე სირბილიდან დაწყებული, მუსის ძებნით დამთავრებული… ძალიან დამეხმარა ქისი… არამარტო ფიზიკურად… უფრო მორალურად… ერთადერთი ადამიანი ვინც ეს ყველაფერი იცოდა…
უკვე ორი წელი გავიდა… ის ახლა სამსახურშია და ველოდები როდის დამირეკავს… ტანსაცმელი უკვე გავამზადე, თმაც გავიკეთე.. გასვლისას მაკიაჟი და… წასვლამდე ვიფიქრე დავწერდი რამეს… ალბათ დროის გაყვანას ვცდილობ..
ბედნიერი ვარ ეხლა მაგრამ.. მაინც მენატრება ის დრო… მაშინ თითქოს შენებას ვიწყებდი, ეხლა უკვე სასახლე მაქვს მაგრამ.. მაინც მენატრება ის დრო… მაშინ თითქოს არ ვუყვარდი, ეხლა უსაყვარლესი ბაიაც გვყავს, მაგრამ მაინც მენატრება ის დრო…
რომ ვხედავდი მის გაბრწყინებულ თვალებს…
ეხლა თითქოს მიეჩვია სურპრიზებს და ისე აღარ ახარებს…
ან იქნებ უფულობა.. იქნებ ისიცაა პრობლემა რომ ერთ დღეში 1000 დოლარის დახარჯვის უფლებას ვეღარ მივცემთ თავს…
არ ვიცი რა მოხდა.. მე კი მენატრება ის დრო…
მისაყვედურა ტემპერამენტი დაგაკლდაო… ბავშვმა გადამღალა ალბათ…
3-4 საათამდე ფეხზე რომ ვარ და ვერ ვაძინებ, რაღა ტემპერამენტი უნდა შემრჩეს…
ერთად დალევა და მოწევა მომენატრაო… მეც… მენატრება… ყველაფერი მენატრებაა….

ქისსი მადლობა… ერთხელ მითხარი I’ll always be your ear to listen and your shoulder to cry on… ჩათვალე რომ შენს მხარზე ვტირი ეხლა… იმიტომ კი არა რომ რამე მაწუხებს…
არა, ბედნიერი ვარ და … და მენატრება…

Advertisements


ხო.. მოვექეცი მეგობრის ზეგავლენის ქვეშ და დავიწყე წარმოება დღიურისა მისსა ზეციურისა… უფრო სწორად ონლაინისა…
დღეის ამას იქით ხან მე ვიქნები თქვენი მასპინძელი, ხან ოთო.. როცა გაიზრდება ლილუც შემოგვიერთდება.. ანუ პატარა დიდი ოჯახი ერთობლივად დავწერთ ხოლმე აქ… და ვიქნებით ბედნიერები თქვენთან ერთად, დიდხანს და კიდევ უფრო დიდხანს…

                                         თქვენი ნატალი…



et cetera