It was me on that road…











{დეკემბერი 1, 2006}   კუსტარულად დამზადებული

ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა იმაზე რაზეც მინდა რომ ვწერო… და ბოლოს გადავწყვიტე… 🙂
ამ ბოლო დროს ძალიან შევიცვალე მგონი, თან ისე სწრაფად ხდება ეს ყველაფერი რომ აღქმას ვერც ვასწრებ… გავიზარდე მგონი უფრო… არ ვიცი ოჯახმა გამზარდა, სამზარეულომ თუ ბავშვმა მაგრამ მაინც გავიზარდე… ბანალურია მაგრამ ღირებულებები გადამიფასდა..სულ სხვა რაღაცეები გახდა მნიშვნელოვანი ჩემთვის…
მეგობრები – ძალიან მინდა მათთან ყოფნა მაგრამ ლილუშკა მირჩევნია, მითუმეტეს რომ ვიცი რა უმწეოა უჩემოდ…
ოთო – სულ სხვანაირი გახდა… მთელი დღე გასულია, მთელი საღამო კომპიუტერს თამაშობს, მთელი ღამე ძინავს.. შუალედებში სიგარეტს ეწევა აივანზე…
მენთოლიანი სიგარეტებიც რომ პრობლემა გახდა ამ ყველაფერთან ერთად… დღეს კი მომიტანა ოთიმ ვოგი 🙂 ვერ დავუკარგავ 🙂

კიდევ ამ ბოლო დროს შევამჩნიე რომ ოთის გარდა კაცებისკენ აღარ ვიხედები.. უფრო მდედრებისკენ მიწევს გული და არა მარტო გული …

არადა რა უცნაურია.. მიუხედავად ჩემი უკომპლექსობისა ნაღდად ვერ მივაჭრი გოგოსთან და ვერ ვეტყვი – “იცი, მომეწონე, არ გინდა ……………………..” და ა.შ 🙂
არ მინდა ტაფა მომხვდეს თავში 🙂

დალევა მომენატრა… აბსოლუტ კურანტს ჩავცლიდი ეხლა… მთელ კოლოფ ესსესთან ერთად.. მენთოლიანს ვნატრობ რათქმაუნდა…

მე მინდა ველაპარაკო მზეს… მე მინდა მუშტი მოვუღერო ზეცას.. მე მინდა თეთრი ტილოები დავხატო.. მინდა გავიგო ღვთის სიტყვა…

მე მინდა!!!!!

Advertisements


dodka says:

პერიოდულად ღირებულებების გადაფასებები is normal, თუნდაც როცა არანაირი ცვლილება ცხოვრებაში არ ხდებოდეს.
და როცა თხოვდები, ბავშვი ჩნდება და ა.შ, მაშინ გადაფასება თუ არ მოხდა, ეგ აღარაა ნორმალური 🙂

ესსეს ხვალ ვნახავ მარჯანიშვილზე, ეგებ გაგვიმართლოს კიდეც 😀

აკოცე რა ბაჭიას ჩემგან და უთხარი, რომ დოდის ძალიან უყვარხარ-თქო.

ისე მეც ვბერდები რა 🙂 საუკეთესო გასართობი როცა სახლში საჭმლის კეთება და მეგობრის შვილთან თამაში ხდება – ეტყობა მაგ დროს ქრება თინეიჯერობა 😀



oto says:

იცი რა არი ეგ ალბათ ნორმალური კიარადა აუცილებელია. შენი არ ვიცი და მე ძალიან დავიღალე ყველაფერი მომბეზრდა სიმშვიდე და სიწყნარე მინდა ეჰ ვხდები მეც რო ვბერდები და მიდის ის დრო როცა ლაღად უდარდელად ვცხოვრობდით ყოველთვის შეგვეძლო გიჟობა და არეულობა მაგრამ ეხლა მაგის თავი კი არადა მაგის ხალისიც არ მაქ ხოლმე
ეხლა ამწამს უზომოდ მენატრები და მინდა შენთან ყოფნა მაგრამ………….. ეჰ რამდენი ტკივილი და აუხდენელი ოცნებაა ამ მაგრამის იქეთ

მიყვარხარ ცუნც



piccolina says:

ხიხი, გენაცვალე ლილუ ჩამიკოცნე, მიყვარს ეგ ბავშვი მაგრა მომწონს შენი ბლოგი, ჩემს ბლოგზე დაგამატებ ok?



და პიკო შენი მისამართი ბლოგის???

ოთიიი მენატრებიიი



მარ says:

თქვენ რა, ერთად არ ცხოვრობთ? :((



კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

et cetera
%d bloggers like this: